Loading data...
The New York Times: ისრაელის ავიაიერიშის შედეგად მოჯთაბა ხამენეიმ სახის დამწვრობა მიიღო

ირანის უმაღლესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ 28 თებერვალს განხორციელებული ავიაიერიშის დროს სახის სერიოზული დამწვრობა მიიღო და ამის გამო საუბარი უჭირს. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

ამავე წყაროს ცნობით, ხამენეის, სავარაუდოდ, პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება.

საუბარია ავიადარტყმაზე, რის შედეგად ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი დაიღუპა. 9 მარტს ირანის უმაღლესი ლიდერის თანამდებობაზე მოჯთაბა ხამენეი დაინიშნა. ის ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილა.

NYT ასევე წერს, რომ მოჯთაბა ხამენეის ფეხზე სამი ოპერაცია გაუკეთეს და მას პროთეზი დასჭირდება. გარდა ამისა, მას ოპერაცია ხელზეც ჩაუტარდა. ირანული წყაროების ცნობით, ტრავმების მიუხედავად, ხამენეი საღ აზრს ინარჩუნებს და ძალზე აქტიურია.

The New York Times-ის ცნობით, ხამენეის გარშემო, ძირითადად, ექიმები და სამედიცინო პერსონალი იმყოფება. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მთავრობის მაღალჩინოსნები მასთან არ მიდიან, რადგანაც შიშობენ, რომ ისრაელი ხამენეის ადგილსამყოფელს დაადგენს.