The New York Times: აშშ-ს სირიიდან 600 სამხედრო მოსამსახურე გაჰყავს

შეერთებული შტატები სირიიდან 600-მდე ჯარისკაცს გაიყვანს, - ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამერიკელი სამხედროები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული რვა ოპერატიული ბაზიდან სამს ხურავენ, რის შედეგად სირიაში მყოფი ამერიკელი სამხედროების რიცხვი 2 000-დან 1 400-მდე შემცირდება.
როგორც გამოცემას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ სირიაში ამერიკელი სამხედროების შემცირების მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ „სირიის დემოკრატიული ძალების“ მხარდაჭერას, რომელიც ქურთების ხელმძღვანელობის ალიანსს წარმოადგენს და აკონტროლებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთს, ასევე ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ექსპერტების რეკომენდაციაა, სირიაში დარჩეს, სულ მცირე, 500 ამერიკელი სამხედრო, თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სკეპტიკურადაა განწყობილი და სირიაში ამერიკელი სამხედროების დატოვება საერთოდ არ სურს.
ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 2 000-მდე გაიზარდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ.
2024 წლის დეკემბერში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ქვეყნიდან გაიქცა. დევნილი სირიელები სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ ქვეყანაში კვლავ არასტაბილური მდგომარეობაა.