The New York Post: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს „დატოვა მითითებები“, თუ ირანი მის მკვლელობას მოახერხებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან აშშ-ს „დაუტოვა მითითებები“, რომ თუ ირანი მის მოკვლას მოახერხებს, უპასუხოს „უპრეცედენტოდ ძლიერი სამხედრო ძალით“.
„დიდი ხანია მათ სამიზნე სიაში ვარ. ასეთ რეალობასთან გვაქვს საქმე. ერთადერთი, რაც გავაკეთე, არის ის, რომ კონკრეტული მითითებები დავტოვე, თუ რამე მოხდება, ირანი ისეთი მასშტაბით უნდა დაიბომბოს, როგორიც მათ არასდროს უნახავთ“, - განუცხადა ტრამპმა The New York Post-ს.
როდესაც ირანის მიერ მისი მკვლელობის ახალი შეთქმულების შესახებ ისრაელის მიერ დაზვერვის გაზიარების შესახებ ჰკითხეს, ტრამპმა უარყო ახალი გეგმების არსებობა.
„არა, არა. ისრაელს არაფერი ახალი არ აღმოუჩენია“, - დასძინა მან.
ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ თეირანს მისი მოკვლა წლებია სურს
„დიდი ხანია მათ სიაში ნომერი პირველი ვარ - ასეთია ცხოვრება“, - განაცხადა ტრამპმა.