Loading data...
The Jerusalem Post: ისრაელმა და „ჰეზბოლამ“, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაამტკიცოს

ისრაელის ხელისუფლებამ, შესაძლოა, დღეს, 26 ნოემბერს, დაამტკიცოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანში. შემდეგ ის ძალაში 27 ნოემბერს შევა, - ამის შესახებ RBC-Ukraine The Jerusalem Post-ზე დაყრდნობით იუწყება.

გაზეთი ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დღეს, საღამოს სავარაუდოდ, გამოაცხადებენ.

ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ხვალ დილის 10 საათიდან ამოქმედდება.

მედიის ცნობით, შეთანხმება უნდა დაამტკიცოს ისრაელის ხელისუფლებამ, რომელმაც დოკუმენტის განხილვა საღამოს 6 საათზე დაიწყო.