Loading data...
The Guardian: აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება, თუ უკრაინასთან მშვიდობას არ მიაღწევს

აშშ-მა მოუწოდა რუსეთს, შეხვდეს უკრაინას და გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები დაეკისრება, - იტყობინება The Guardian.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს გაფრთხილება რუსეთის ფედერაციას გაეროს უშიშროების საბჭოს 29 აგვისტოს გამართული, საგანგებო სხდომის დროს გადაეცა. სხდომა მოწვეული იქნა რუსეთის მიერ უკრაინაზე 28 აგვისტოს, ღამეს განხორციელებული მასშტაბურ დარტყმის შემდეგ, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.

გაეროში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ კელიმ განაცხადა, რომ ასეთი დარტყმები „ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის მშვიდობისკენ სწრაფვის სერიოზულობას“ და მოითხოვა, რომ რუსეთმა ისინი შეწყვიტოს.

კელიმ, ასევე, მოუწოდა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გააფრთხილა, რომ თუ ომი გაგრძელდება, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.