Loading data...
The Guardian: აშშ მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, შესაძლოა, ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, - ამის შესახებ The Guardian ორივე ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

კრემლის მმართველის პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარი ვარაუდების გაკეთება არასწორი იქნება.

ყაზახეთის სენატის თავმჯდომარემ აშიმბაევ მაულენმა რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის მიერ დაბომბვის ბრალდებებს უსაფუძვლო და არაეთიკური უწოდა.

„არც ერთი ქვეყანა - არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც ყაზახეთი - არ არის დაინტერესებული ინფორმაციის დამალვით. ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა აშიმბაევმა მაულენმა