Loading data...
The Economist: უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე ორ ბანაკად გაიყო

ჟენევაში განახლებული უკრაინის სამშვიდობო პროცესის ანალიზი კვლავ უკიდურესად რთულია. ზოგადი გაურკვევლობის მიუხედავად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ შესაძლო შეთანხმების მიღწევის ძირითადი ტენდენციები და დაბრკოლებები. პარიზში კონსულტაციების შემდეგ, უკრაინული მხარე დარწმუნდა, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, კიევის ინტერესების გათვალისწინება დაიწყეს, -  წერს he Economist.

The Economist , ასევე წერს, რომ უკრაინის დელეგაციაში ორი ფრთა გამოიკვეთა:

▪️კირილ ბუდანოვის ჯგუფი, აშშ-ის ეგიდით შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევის მომხრეა, რადგან ეშინია „შესაძლებლობების ფანჯრის“ დახურვის

▪️მეორე ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან არის დაკავშირებული, სკეპტიკურად არის განწყობილი სწრაფი გარიგების მიმართ

არჩევანი სწრაფ მშვიდობასა და უფრო ხელსაყრელი პირობების მოლოდინს შორის უკიდურესად სარისკო რჩება. ლოდინის მომხრეები იმედოვნებენ, რომ უკრაინა გააძლიერებს პოზიციებს რეფორმების და რუსეთის ეკონომიკის შესუსტების გამო. თუმცა, მედია წერს, რომ უკრაინა ისედაც ღრმა კრიზისშია, ფრონტზე პერსონალის დეფიციტისა და ელექტროენერგიის გათიშვის წინაშე დგას.

გამოცემის ცნობით, მთავარ დაბრკოლებად ტერიტორიისა და სუვერენიტეტის საკითხი რჩება. უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, მაშინ როცა რუსეთი დაჟინებით მოითხოვს უკრაინული ძალების გაყვანას დონბასში გამაგრებული პოზიციებიდან.