The Economist: უკრაინა უკვე იყენებს FP-5 Flamingo-ს რაკეტებს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დასარტყმელად

უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისთვის FP-5 Flamingo-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენება დაიწყო, - წერს გამოცემა The Economist.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს რაკეტები დრონებზე გაცილებით სწრაფია, 3 ათას კმ-ზე მეტი მოქმედების რადიუსი აქვს და უზარმაზარი დარტყმის ძალა აქვთ.
„თუ FP-5-ს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში შეღწევა შეუძლია, ეს უკრაინის DeepStrike კამპანიას ახალ დონეზე აიყვანს. რაკეტის მოქმედების რადიუსი მას საშუალებას აძლევს, თავდაცვითი სისტემა შეცდომაში შეიყვანოს და სამიზნემდე მუდმივად ცვალებადი ვექტორებით ფრენა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, როგორც მედია იტყობინება, უკრაინული კომპანია Fire Point ამჟამად დღეში 2-3 Flamingo რაკეტას აწარმოებს, თუმცა, ამ თვეში მათი რიცხვი შვიდამდე გაიზრდება.
გამოცემამ ყურადღება რაკეტის ფასზეც გაამახვილა: თითოეული დაახლოებით 500 000 დოლარი ღირს. შედარებისთვის, ამერიკული „ტომაჰავაკი“ ოთხჯერ უფრო ძვირია.
სტატიაში, ასევე, ასახელებენ სხვა საშუალებებს, რომლითაც უკრაინა რუსეთს უტევს. აღნიშნულია, რომ დარტყმების დაახლოებით 60% ხორციელდება Fire Point FP-1 დრონებით, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნემდე მიღწევა 1 500 კმ მანძილზე. უკრაინის შეიარაღების სისტემების ექსპერტის, ოლენა კრიჟანივსკას თქმით, FP-1-ების ღირებულება დაახლოებით 55 000 დოლარია და დღეში 100-ზე მეტი მათგანი იწარმოება. უკრაინა, ასევე, იყენებს უფრო მძიმე და ძვირად ღირებულ დრონს დარტყმებისთვის.