Loading data...
თეთრი სახლის პრესსპიკერი: უკრაინაში 50 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თუ არ იქნება მიღწეული, რუსეთს ძალიან მაღალი ტარიფები და მეორადი სანქციები დაუწესდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა დაუწესა უკრაინის წინააღმდეგ ომში სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდება, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოსკოვი ვაშინგტონის პირობების შესრულებაზე უარს იტყვის, მოსკოვი ტარიფების გაზრდის წინაშე დადგება.

„როგორც პრეზიდენტმა (ტრამპმა) განაცხადა, თუ ამ ვადაში არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული, მაშინ მას ძალიან მაღალი ტარიფები დაუწესდება. მათ, ასევე, დაუწესდება მეორადი სანქციები“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

როგორც ლევიტმა აღნიშნა, სანქციების შეზღუდვების ქვეშ მოექცევიან ის ქვეყნებიც, რომლებიც რუსეთიდან ნავთობს ყიდულობენ.

მისი თქმით, ეს რუსეთის ეკონომიკას „დიდ ზიანს“ მიაყენებს.