1774897704
უცხოეთი
თეთრი სახლის პრესსპიკერი: ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს
თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
„გასაკვირი არ არის, რომ რეჟიმის დარჩენილი ელემენტები კიდევ უფრო მეტად გამოხატავენ მზადყოფნას, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, მაშინ, როდესაც ეს ჯერ კიდევ შეუძლიათ.
რეჟიმის მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, მოლაპარაკებები გრძელდება და ის კარგად მიმდინარეობს.
რა თქმა უნდა, რასაც საჯაროდ ამბობენ, განსხვავდება იმისგან, რასაც პირად საუბრებში გვეუბნებიან“, - აცხადებს ლევიტი.