1774471312
უცხოეთი
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ტრამპი ჩინეთს 14-15 მაისს ეწვევა
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა გამოაცხადა, თუ როდის შედგება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ტრამპის შეხვედრა ჩინელ კოლეგასთან სი ძინპინთან 14 და 15 მაისს პეკინში გაიმართება.
„პირველი ლედი მელანია და პრეზიდენტი ტრამპი ასევე უმასპინძლებენ პრეზიდენტ სი ძინპინს და ქალბატონ პინგს ვაშინგტონში საპასუხო ვიზიტით, რომელიც მოგვიანებით გამოცხადდება“, - დასძინა მან.