Loading data...
თეთრი სახლის პრესმდივანი: მოწინააღმდეგის 11 000-ზე მეტ სამიზნეზე თავდასხმა განხორციელდა, ირანის საზღვაო ფლოტი განადგურებულია

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში მათი ოპერაცია „წარმატებით მიმდინარეობს“.

მისი თქმით, ამ დროისთვის მოწინააღმდეგის 11 000-ზე მეტ სამიზნეზე თავდასხმა განხორციელდა, რაც „შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის მეტ ბერკეტს ქმნის“ და ირანის შეტევით და თავდაცვით შესაძლებლობებს ზღუდავს.

მისი თქმით, ირანის ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები დაახლოებით 90%-ით შემცირდა.

მისი თქმით, აშშ-მა, ასევე, „გაანადგურა საზღვაო ფლოტი, გაანადგურა 150-ზე მეტი გემი“.

ის დასძენს, რომ ირანის რეჟიმი „მოუთმენლად ელის ნგრევის დასრულებას“ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას.

ცნობისთვის, ირანის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ უარყვეს აშშ-სთან მოლაპარაკებების წარმოება.