თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია
თეთრი სახლის პრესმდივნის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა „აჩვენა, რომ არ ეშინია სამხედრო ვარიანტების გამოყენების“, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად ახერხებს, ყოველთვის განიხილოს ყველა ვარიანტი და საჰაერო დარტყმები იქნება ერთ-ერთი იმ მრავალი ვარიანტიდან, რომელიც განხილვის საგანი“, - განუცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს.
თუმცა, ის დასძენს, რომ ტრამპისთვის პირველი ვარიანტი ყოველთვის დიპლომატიაა.
„გუშინ ღამით პრეზიდენტმა ყველას გითხრათ, რომ ის, რასაც ირანის რეჟიმისგან საჯაროდ ისმენთ, საკმაოდ განსხვავდება იმ შეტყობინებებისგან, რომლებსაც ადმინისტრაცია პირადად იღებს. პრეზიდენტმა აჩვენა, რომ არ ეშინია სამხედრო ვარიანტების გამოყენების, თუ და როდესაც საჭიროდ ჩათვლის, ეს ირანზე უკეთ არავინ იცის“, - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი.