1750356414
უცხოეთი
თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი ირანზე დარტყმის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ ტრამპის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე წაიკითხა, იუწყება CNN.
ტრამპის თქმით, აშშ-ის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სურს, დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელება დაუშვას.
„იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მნიშვნელოვანი შანსი, რომ უახლოეს მომავალში ირანთან მოლაპარაკებები შედგეს, ან არ შედგეს, გადაწყვეტილებას, წავალ თუ არა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.