Loading data...
თეთრი სახლი: ცნობები, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტე ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ ჩაკეტა, სიმართლეს არ შეესაბამება

თეთრი სახლის მტკიცებით, ირანის სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს თეირანმა ჰორმუზის სრუტე ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ ჩაკეტა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს არის შემთხვევა, როდესაც ისინი საჯაროდ განსხვავებულს ამბობენ. პირადად ჩვენ დღეს სრუტეში მოძრაობის ზრდა დავინახეთ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე.

„პრეზიდენტის მოლოდინი და მოთხოვნაა, რომ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ, სწრაფად და უსაფრთხოდ გაიხსნას. მას პირად საუბარში განუცხადეს, რომ სწორედ ეს ხდება და ეს ცნობები... მცდარია“, - აღნიშნა მან.