1744748604
უცხოეთი
თეთრი სახლი - ტრამპს კანადასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია

თეთრი სახლის სპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს კანადასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
„პრეზიდენტი ტრამპი კანადასთან დაკავშირებით კვლავ თავის პოზიციაზეა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კანადელები დიდ სარგებელს მიიღებენ შეერთებული შტატებისგან, თუკი კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდება“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ბრიფინგზე.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდეც დონალდ ტრამპი აქტიურად საუბრობდა კანადის შესახებ.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კანადა 100%-ით გახდება შეერთებული შტატების ნაწილი“.
კანადის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა არასოდეს გახდება შეერთებული შტატების ნაწილი.