Loading data...
თეთრი სახლი: ტრამპი დღეს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება.

როგორც მედია წერს, განცხადების შინაარსი ამჟამად გასაიდუმლოებულია.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს იწურება ულტიმატუმი, რომელიც ტრამპმა ვლადიმერ პუტინს წაუყენა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების დადების თაობაზე.