თეთრი სახლი: სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა აქვს

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფეხებზე მცირე შეშუპებისა და ერთ ხელზე სისხლჩაქცევების გამო სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
თეთრი სახლის პრესმდივნის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, ტრამპმა კომპლექსური გამოკვლევა, მათ შორის სისხლძარღვების დიაგნოსტიკური კვლევა გაიარა.
ლივიტის თქმით, გამოკვლევა მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ტრამპმა ბოლო კვირების განმავლობაში „წვივებში მსუბუქი შეშუპება შენიშნა“.
„გამოკვლევამ აჩვენა, რომ 79 წლის ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა აქვს. კლივლენდის კლინიკის მონაცემებით, ეს მდგომარეობა მაშინ ვითარდება, როდესაც ფეხის ვენებს არ შეუძლიათ სისხლის გულისკენ უკან გადატუმბვა, რაც სისხლის დაგროვებას იწვევს“, - განაცხადა ლევიტმა და დასძინა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი არანაირ დისკომფორტს არ განიცდიდა.“