Loading data...
თეთრი სახლი: რუსეთის ფედერაცია ენერგეტიკის საკითხებში G-20 ის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთი „დიდი ოცეულის“ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა 14-15 სექტემბერს ქალაქ ჰიუსტონში გაიმართება. ამის შესახებ თეთრ სახლში არსებული წყარო იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ღონისძიებაზე, რომელიც „ენერგეტიკულ სიუხვეს“ ეხება, ჩამოვლენ აშშ-ის ენერგეტიკის და შს მინისტრები კრის რაიტი და დუგ ბერგამი, ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჯაროდ ეიგენი. ასევე დაგეგმილია შეხვედრაში ევროპისა და აზიის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობა.

ოფიციალურად გამოცხადებული თემის მიუხედავად, G20 შეხვედრა ტარდება სიტუაციაში, როდესაც ბევრი ქვეყანა შეშფოთებულია ენერგეტიკული უსაფრთხოებით რუსეთ-უკრაინის ომის გამო. ასევე მდგომარეობას ართულებს აშშ - ირანის ომი და იემენში ჰუსიტების მიერ ჩატარებული ოპერაციები, რომლებმაც წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი მოკა აიღეს და ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან პოზიციები გაიმყარეს.