Loading data...
თეთრი სახლი: ირანმა არ უნდა უპასუხოს ისრაელის შურისძიებას

ირანმა არ უნდა უპასუხოს ისრაელის შურისძიებას, მაგრამ თუ ეს მოხდა, შეერთებული შტატები დაუჭერს მხარს ისრაელს, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კარინა ჟან-პიერმა.

„ირანმა არ უნდა უპასუხოს ისრაელის შურისძიებას. თუ უპასუხებენ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს თავის დაცვაში“ - განაცხადა მან ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, ისრაელმა ძლიერად დაარტყა ირანის თავდაცვის სისტემებს.