Loading data...
თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველ გეგმას აქვეყნებს

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველ გეგმას პლატფორმა X-ზე აქვეყნებს. 

ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება, მათ შორის არის - ღაზა „დერადიკალიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი ზონა იქნება, მეზობლებს საფრთხეს არ შეუქმნის და მისი განვითარება მოხდება ღაზას მოსახლეობის საკეთილდღეოდ“. 

ისრაელი არ მოახდენს ღაზის ანექსიას ან ოკუპაციას; არავის აიძულებენ, დატოვოს ღაზა, წასვლის სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეძლებენ ღაზის დატოვებას და თავისუფლად შეძლებენ უკან დაბრუნებას; შეიქმნება ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმა ღაზის აღსადგენად.

ყველა მძევლის დაბრუნების შემდეგ, „ჰამასის“ წევრები, რომლებიც იარაღს დაყრიან ამნისტიას მიიღებენ, ხოლო ისინი, რომლებსაც ღაზას დატოვება სურთ, მიმღებ ქვეყნებში უსაფრთხოდ ჩასვლას შეძლებენ.

ისრაელის მიერ წინადადების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში ყველა დარჩენილი მძევალი დაუბრუნდება ისრაელს, მათ შორის გარდაცვლილების ცხედრებიც, აშშ დაამყარებს დიალოგს ისრაელსა და პალესტინელებს შორის „მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ შეთანხმების მისაღწევად.

როგორც გეგმაშია აღნიშნული, ღაზას გარდამავალი, ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი უხელმძღვანელებს.

რეგიონული პარტნიორები უზრუნველყოფენ გარანტიას იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჰამასი“ და დაჯგუფებები შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და რომ „ახალი ღაზა“ არ წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისა და მისი მოსახლეობისთვის. 

დახმარების შეტანა და განაწილება განხორციელდება ორივე მხარის ჩარევის გარეშე გაეროს მეშვეობით; თუ ორივე მხარე დათანხმდება ამ წინადადებას ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.