Loading data...
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება სურს

თეთრი სახლის სპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება სურს. 

„შედგა პროდუქტიული საუბარი. როგორც პრეზიდენტის დესპანმა, სტივ უიტკოფმა გუშინ საღამოს განაცხადა, მას სჯერა, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება სურს და პრეზიდენტსაც სჯერა ამის. რუსეთს აქვს ამ ომის დასრულების სტიმული. შესაძლოა, ეს იყოს ეკონომიკური პარტნიორობა აშშ-თან, მაგრამ ჯერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა ვიხილოთ. პრეზიდენტმა და პრეზიდენტის დესპანმა, უიტკოფმა ასეთი გზავნილი გადასცეს რუსებს“, - განაცხადა ლევიტმა. 

მან ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინაში ტრამპის მიწვევის შესახებ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ამაზე ჯერ ვერ ისაუბრებს. 

„არ მისაუბრია პრეზიდენტთან ამის შესახებ“, - დასძინა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.