თეთრი სახლი: ჩინეთი დათანხმდა ტრამპის ვიზიტის გადადებას
თეთრი სახლის განცხადებით, ჩინეთი დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტის გადადებას, რომელიც ორ კვირაში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, იუწყება Reuters-ი.
ლევიტის თქმით, თეთრი სახლი მუშაობს, რათა ვიზიტის ახალი თარიღი რაც შეიძლება მალე შეთანხმდეს.
ტრამპმა, ირანთან ომზე ფოკუსირების აუცილებლობის მოტივით, 17 მარტს განაცხადა, რომ აზიაში „დაახლოებით ხუთ, ან ექვს კვირაში“ გაემგზავრება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
„სახელმწიფოს მეთაურის დონეზე დიპლომატია შეუცვლელ როლს ასრულებს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაში“, - განაცხადა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას.
მან ასევე დასძინა, რომ „ჩინეთი და შეერთებული შტატები გააგრძელებენ კომუნიკაციის შენარჩუნებას პრეზიდენტ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით“.