Loading data...
თეთრი სახლი: აშშ დაეხმარება რუსეთს მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის აღდგენაში

24 მარტს საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დახმარება გადაწყვიტა, - აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება რუსეთს მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის აღდგენაში, შეამცირებს საზღვაო დაზღვევის ხარჯებს და გააუმჯობესებს პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომას ასეთი ტრანზაქციებისთვის. 

„შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპერატივს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარეს მკვლელობა უნდა შეწყდეს, როგორც აუცილებელი ნაბიჯი მდგრადი სამშვიდობო მოგვარების მისაღწევად“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 24 მარტს ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე აშშ და რუსეთი ასევე შავ ზღვაში ზავსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების აკრძალვაზე შეთანხმდნენ.