Loading data...
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიღებულია ზომები, რათა აღარ განმეორდეს Signal-ის ჩატის მსგავსი შემთხვევა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიღებულია ზომები, რათა აღარ განმეორდეს Signal-ის ჩატის მსგავსი შემთხვევა, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ამ საქმეს დახურულად მიიჩნევს.

„როგორც პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, მაიკ უოლცი კვლავ რჩება მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვან წევრად. ეს საქმე თეთრ სახლში დახურულია. მიღებულია ზომები, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. პრეზიდენტი, მაიკ უოლცი და მისი მთელი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ძალიან კარგად მუშაობენ ერთად. თუ თქვენ დააკვირდებით, ნახავთ, რამდენად უფრო უსაფრთხოა ამერიკის შეერთებული შტატები ამ გუნდის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ლევიტმა.