Loading data...
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენი არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ განიხილავს

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ განიხილავს, - ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, პრეზიდენტს ესმის, რომ ამ კითხვის დასმა ხალხის მხრიდან სამართლიანია, თუმცა ფიქრობს, რომ ბაიდენი შესანიშნავად გამოიყურება.

CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენმა თავის გუნდს განუცხადა, რომ ის იყრის კენჭს და ვერავინ უბიძგებს საპირისპიროსკენ.

„ეს არ იყო მისი საუკეთესო დებატები. ჩვენ ეს გვესმის და გვესმის ისიც, რაც ამომრჩეველმა, ამერიკელმა ხალხმა და ყველა თქვენგანმა ნახეთ. ამიტომ სურდა პრეზიდენტს განმარტების გაკეთება“, - განაცხადა პრესსპიკერმა.