Loading data...
Tesla ხანგრძლივ სასამართლო ბრძოლაში დამარცხდა

ინჟინერმა კრისტინა ბალანმა ილონ მასკის წინააღმდეგ იურიდიულ ბრძოლაში გაიმარჯვა. ის, წლების განმავლობაში, ცდილობდა Tesla ემხილა და საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა. საქმე ისაა, რომ ინჟინერმა სამსახური დაკარგა მას შემდეგ, რაც კომპანიას, კონკრეტული მოდელის ავტომანქანების უსაფრთხოების შესახებ, შენიშვნა მისცა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მათგანს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, რაც ხელს უშლიდა მანქანას დამუხრუჭებაში.

კრისტინა ბალანმა BBC News-ს განუცხადა, რომ კომპანიის მენეჯერებმა არ გაიზიარეს მისი შეშფოთება, მის მიმართ მტრულად განეწყვნენ და მან სამსახური დაკარგა. სწორედ ამიტომ, ყოფილმა თანამშრომელმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომელიც კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ, მრავალი წლის შემდეგ, მის სასარგებლოდ დახურა.