Loading data...
„ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდნენ“ - გერმანიაში ორი რუსი ჯაშუში დააკავეს

გერმანიის ქალაქ ბაიროითში რუსი აგენტები დააკავეს, რომლებიც ტერაქტების სერიას ამზადებდნენ, - წერს გამოცემა BILD-ი.

როგორც BILD იუწყება, ფედერალურმა გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანის დაკავება.

მედიის ცნობით, ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილები ცდილობდნენ ინფორმაციის შეგროვებას გერმანიის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების შესახებ და ასევე, ამზადებდნენ თავდასხმებს ქვეყნის სამხედრო სატრანსპორტო მარშრუტებზე.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი,  ინარჩუნებდა კონტაქტს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი სპეცსამსახურის თანამშრომელთან.

„2023 წლის ოქტომბრიდან დიტერ ს. გერმანიაში დივერსიული ოპერაციების შესახებ იდეებს უცვლიდა რუსეთის სპეცსამსახურებს. ის დათანხმდა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, იარაღის ქარხნებსა და სამრეწველო ობიექტებზე აფეთქების მოწყობას. კიდევ ერთი ბრალდებული, სახელად ალექსანდრე, სავარაუდოდ ეხმარებოდა მას 2024 წლის მარტიდან“, - წერს მედია.

გამოცემის ცნობით, დიტერმა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, საიდუმლო სამხედრო ობიექტები გადაიღო. დივერსანტი გერმანიის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო ობიექტების აფეთქებას და ცეცხლის წაკიდებას გეგმავს. ასევე, ადგილები მოიცავდა ბავარიაში Grafenwoehr-ის სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები სწავლობენ ამერიკული აბრამსის ტანკების გამოყენებას.

BILD-ის ცნობით, სკანდალური დაკავების შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.