1763624913
უცხოეთი
ტერნოპოლში შენობის ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა გრძელდება - დაღუპულია 26 ადამიანი
ტერნოპოლში რუსული ძალების მიერ დარტყმის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, - იტყობინება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
20 ნოემბრის მონაცემებით დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი უცვლელი დარჩა: 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი, ხოლო 93 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 18 ბავშვი.
„მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ 700 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ნანგრევები გაწმინდეს. იმ ადამიანების ძებნა გრძელდება, რომლებიც შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.