Loading data...
ტელეკომპანია CBS სტივენ კოლბერის გადაცემას, «The Late Show»-ს ხურავს

ტელეკომპანია CBS-მა განაცხადა, რომ სტივენ კოლბერის გადაცემას, «The Late Show»-ს 2026 წლის მაისში ხურავს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ეს გადაწყვეტილება ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირუბელი, რადგანაც საღამოს შოუების ნიშაში რთული სიტუაციაა შექმნილი.

„ეს იქნება CBS-ზე „The Late Show“-ს დასასრული. მე არ გამომცვლიან, უბრალოდ შოუ დასრულდება. მინდა გითხრათ, რომ CBS-ზე მომუშავე ადამიანები შესანიშნავი პარტნიორები იყვნენ. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, მაყურებლებს, რომლებიც ყოველ საღამოს ჩვენთან ერთად იყავით. მე დიდი პატივი მხვდა წილად და ბოლო 10 წლის განმავლობაში თქვენ გიზიარებდით, რასაც ამ კამერის წინ ვაკეთებდით“ , - განაცხადა სტივენ კოლბერმა.

სტივენ კოლბერის «The Late Show»-ს წამყვანი 2015 წლიდან იყო. მან წინა წამყვანი, დევიდ ლეტერმანი შეცვალა. CBS-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ «The Late Show» საღამოს გადაცემებში უკვე მეცხრე სეზონია რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს.