Loading data...
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის 21 ბავშვია.

ტრამპმა განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა ტეხასის შტატის კერის ოლქში მასშტაბური კატასტროფის გამოცხადებას.

ბევრი ადამიანი დაიღუპა და 12 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და 850-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

CNN-ის ცნობით, დოკუმენტზე ტრამპის ხელმოწერის შემდეგ ტეხასში ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (FEMA) დანაყოფები განლაგდნენ.