1781297376
უცხოეთი
ტეხასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა
ტეხასის ქალაქ მიდლენდში სროლა იყო. წერს BBC.
როგორც მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4 მათგანს ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
ამავე ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
თავდასხმის მოტივი და თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.