Loading data...
თეირანში რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა - დაიღუპა 60 ადამიანი

60 ადამიანი დაღუპა თეირანის საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც ისრაელის რაკეტა მოხვდა. დაღუპულთა შორის 20 ბავშვია. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ირანის არმიის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ირანის ოპერაცია გაგრძელდება. მისი თქმით, ირანი იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ისრაელი თავის ქმედებებზე არ ინანებს.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა ირანელებს, რომ ისინი საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ის დაამხონ.