Loading data...
თეირანში ათასობით ადამიანი ახალი სულიერი ლიდერის მხარდასაჭერად შეიკრიბა - The Guardian

დღეს, 9 მარტს ირანის დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა. მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

თეირანის ცენტრში, ენყელაბის მოედანზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. გავრცელებულ კადრებში ჩანს მოქალაქეები, რომლებსაც ხელში ახალი ლიდერის პლაკატები უჭირავთ.

შეკრებილი საზოგადოება მხარდაჭერას უცხადებს აიათოლა მოჯთაბა ხამენეის, რომელმაც ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა.