1773387677
უცხოეთი
თეირანში აფეთქებების ხმა ისმის - ისრაელმა ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათ „ახლახან დაიწყეს ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა თეირანში ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე აფეთქებების ხმა გაისმა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას არ გააკეთებს.
„ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა, ჩვენ ეს არ გვინდა“, - აცხადებს ტრამპი.