თეირანში ალი ხამენეისთან გამომშვიდობების ცერემონია დაიწყო
ირანში 4 ივლისს ქვეყნის ყოფილ უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან გამომშვიდობების ცერემონია დაიწყო. ხამენეის ნეშტი თეირანის მოსალას მეჩეთში დაასვენეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ალი ხამენეისთან ერთად მისი ოჯახის წევრებსაც - ქალიშვილს, სიძეს, რძალს და შვილიშვილს დაკრძალავენ, როლებიც ასევე ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპნენ. ირანის ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ თეირანში ალი ხამენეისთან გამოსამშვიდობებლად 15-დან 20 მლნ-მდე ადამიანი მივა. კომპლექსის შესასვლელში უსაფრთხოების სამსახურების ათობით წარმომადგენელი იმყოფება.
ხამენეის ცხედარი თეირანში 3 დღის განმავლობაში იქნება დასვენებული. შემდეგ სამგლოვიარო ცერემონია ქალაქ კუმაში გაიმართება, ხოლო 9 ივლისს ალი ხამენეის ქალაქ მეშჰედში, იმამ რეზას წმინდა ადგილთან დაკრძალავენ.
ალი ხამენეი 28 თებერვალს მის რეზიდენციაზე განხორციელებული ისრაელის ავიაიერიშის დროს დაიღუპა. თავდაპირველად მისი დაკრძალვა მარტში იგეგმებოდა, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ თეირანმა ივნისში განაცხადა, რომ აიათოლას 9 ივლისს დაკრძალავენ.