თეირანი მოხალისეთა რეგისტრაციას იწყებს - კამპანიაში მონაწილეობა 12 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი
თეირანში მოხალისეთა რეგისტრაციის კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადეს, რომელშიც 12 წლის ასაკიდან შეიძლება მონაწილეობა. ინფორმაციას CNN ირანულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედიის ცნობით, ინიციატივა ირანის პარამილიტარული დაჯგუფების, „ბასიჯის“ მიერ გამოცხადდა, სლოგანით – „სამშობლოს დამცველი მებრძოლები ირანისთვის“.
მოხალისეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ თავდაცვით საქმიანობაში, ლოგისტიკურ მხარდაჭერასა და სამაშველო სამუშაოებში.
ამასთან, ირანული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, მოხალისეები შეიძლება, ჩაერთონ „სადაზვერვო პატრულებში“ და ოპერატიულ პატრულირებაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთ მოხალისეს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს მონიტორინგთან ან ადგილობრივი უსაფრთხოების ოპერაციებთან დაკავშირებულ აქტივობებში.