Loading data...
თავდასხმა ერ-რიადის აეროპორტზე - დაღუპულია საუდის არაბეთის 3 მოქალაქე

„8 ოქტომბერს, ერ-რიადში, მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, საუდის არაბეთის სამი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა“, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა ორგანომ დღეს, 9 ოქტომბერს განაცხადა.

მათი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან, რომლებიც საავადმყოფოებში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, პირველი თავდასხმის სამიზნე აეროპორტის ობიექტები იყო, ხოლო მეორე - საუდის არაბეთის თვითმფრინავი.

ამ დროისთვის აეროპორტის მუშაობა განახლდა, საჰაერო მიმოსვლა კი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.