Loading data...
ტანზანიაში, კილიმანჯაროს მთაზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ტანზანიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ცნობით, კილიმანჯაროს მთაზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ავიაკატასტროფა ბარაფუს ბანაკსა და კიბოს მწვერვალს შორის, 4000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მოხდა.

პოლიციის ცნობით, ვერტმფრენი პაციენტების გადასაყვანად სამაშველო მისიის დროს პოპულარულ ტურისტულ მარშრუტზე ჩამოვარდა.

დაღუპულებს შორის ორი უცხოელი, ადგილობრივი ექიმი, გიდი და პილოტი არიან.

ტანზანიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადებით, ავიაკატასტროფის „გარემოებებისა და შესაძლო მიზეზის დასადგენად“ გამოძიება საერთაშორისო უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად დაიწყო.

ცნობისთვის, კილიმანჯაროს მთა აფრიკის უმაღლესი მთაა, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 5,895 მეტრზე მდებარეობს.

კილიმანჯაროს მთაზე ავიაკატასტროფები იშვიათია. ბოლო დაფიქსირებული ინციდენტი 2008 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.