Loading data...
„ტანგოსთვის ორია საჭირო!“ - აშშ-ში უკრაინის ელჩი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ კიევი მხარს უჭერს რუსეთთან ცეცხლის სრული შეწყვეტის იდეას 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ „ტანგოსთვის ორია საჭირო“.

მარკაროვამ განაცხადა, რომ უკრაინა ამ იდეას მთელი გულით უჭერს მხარს.

„ჩვენ გვჭირდება, რომ რუსეთი დაეთანხმოს ამას“, - განაცხადა ელჩმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტანგოსთვის ორია საჭირო“.

რაც შეეხება კრიტიკული რესურსების შესახებ შეთანხმებას, რომელზედაც მოლაპარაკებას უკრაინა და შეერთებული შტატები აწარმოებენ, მარკაროვამ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის გუნდი ორიენტირებულია სამუშაოს სწრაფ დასრულებაზე.

„ბევრი სექტორია, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ. ჩვენ ნამდვილად გვსურს, მეტად ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ევროპელ პარტნიორებთან და სხვებთან“, - დასძინა აშშ-ში უკრაინის ელჩმა.