Loading data...
ტამბოვთან სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და ამოტრიალდა

რუსეთის ტამბოვის ოლქში სატვირთო მატარებელი, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, ლიანდაგებიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ინციდენტის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რეგიონის ხელმძღვანელის, ევგენი პერვიშოვის ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა ბენზინის 11 ცისტერნას და გაზის 5 ცისტერნას. მისი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას არაფერი ემუქრება.

ლიანდაგებიდან მატარებლის გადასვლის მიზეზები უცნობია. მისი დადგენა მიმდინარეობს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის მუხლით, რასაც მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვა.