Loading data...
„თალიბანმა“ ავღანეთის უნივერსიტეტებში ქალების მიერ დაწერილი წიგნები აკრძალა

„თალიბანის“ მთავრობამ ავღანეთის უნივერსიტეტების სასწავლო სისტემიდან ქალების მიერ დაწერილი წიგნები ამოიღო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. 

ქალების მიერ დაწერილი დაახლოებით 140 წიგნი, მათ შორის „შარიათისა და თალიბანის საწინააღმდეგო პოლიტიკის“ გამო „შეშფოთების“ საგანი გახდა. 

უნივერსიტეტებს ასევე განუცხადეს, რომ მათ აღარ ჰქონდათ 18 საგნის სწავლების უფლება, ხოლო „თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი „ეწინააღმდეგებოდნენ შარიათის პრინციპებსა და სისტემის პოლიტიკას“.

„თალიბანის“ მთავრობამ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ქალთა უფლებებს ავღანური კულტურისა და ისლამური კანონის მათი ინტერპრეტაციის შესაბამისად. 

„ეს ბრძანებულება უკანასკნელია იმ შეზღუდვების სერიაში, რომლებიც თალიბანმა“ 4 წლის წინ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიიღო“, - წერს მედიასაშუალება. 

ამასთან, თალიბანის უზენაესი ლიდერის ბრძანებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი სულ მცირე 10 პროვინციაში აიკრძალა, რაც, ოფიციალური პირების თქმით, „უზნეობის თავიდან ასაცილებლად იყო მიმართული“.