Loading data...
ტაჯიკეთმა მისი მოქალაქეების შევიწროების გამო რუსეთს პროტესტი გამოუცხადა

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს სემიონ გრიგორიევს საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთის ფედერაციაში ტაჯიკეთის მოქალაქეების შევიწროების გამო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ადგილი აქვს მასიურად ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსეთში ტაჯიკეთის მოქალაქეების მიმართ, მათი უფლებების მუდმივად ირღვევა. ეს ქმედებები მიზანმიმართულად ტაჯიკეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენება, რაც რუსეთ-ტაჯიკეთის ურთიერთობათა სულსა და ტრადიციებს არ შეესაბამება“, - განაცხადეს ტაჯიკეთის საგარეო უწყებაში.

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვნუკოვოს აეროპორტში ამჟამად შესაბამისი სანიტარული პირობების გარეშე ტაჯიკეთის 954 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის არიან ტაჯიკი სტუდენტები, რომლებიც რუსეთის მთავრობის კვოტებით სწავლობენ.

მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ ამ ადამიანებიდან რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება 322 ტაჯიკს მისცეს. 306 კი რუსეთიდან დეპორტირებული იქნება. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი ჟუკოვსკის, დომოდედოვოს და შერემეტიევოს აეროპორტებშიც.

27 აპრილს ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ოფიციალური დუშანბე საკუთარ მოქალაქეებს განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე რუსეთში წასვლას არ ურჩევს.