Loading data...
ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ტაივანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაიტუნგის პრეფექტურაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ცენტრალური მეტეოროლოგიური ბიუროს (CMB) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც ტაიტუნგის ცენტრიდან ჩრდილოეთით, 10.1 კილომეტრში მდებარეობდა, 11.9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა ძლიერად იგრძნობოდა ტაიტუნგის პრეფექტურაში, ასევე ჩრდილოეთით მდებარე ჰუალიენისა და პინგტუნგის პრეფექტურებში.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გავრცელებულა.