1779260957
უცხოეთი
ტაივანის პრეზიდენტი: უცხოური ძალები ვერ გადაწყვეტენ დემოკრატიული კუნძულის მომავალს
„უცხო ძალებს არ შეუძლიათ დემოკრატიული კუნძულის მომავლის გადაწყვეტა“, - ამის შესახებ ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ცინ-დემ განაცხადა.
„ტაივანის მომავალს ვერ გადაწყვეტენ უცხო ძალები და არც ის შეიძლება, რომ მძევლად აიყვანონ შიშის, განხეთქილების ან მოკლევადიანი ინტერესების საფუძველზე“, - აცხადებს ტაივანის პრეზიდენტი.
როგორც მან აღნიშნა, ტაივანს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვისა და ტაივანის სრუტეში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნების უნარი.