Loading data...
სუმიზე საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე „ახალი ფოსტის“ ტერმინალზე იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

დაღუპულები მძღოლები არიან. შეტევა რეაქტიული დრონებით განხორციელდა. ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

„ახალ ფოსტაში“ აცხადებენ, რომ განადგურებული ტვირთის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ხდება.

საჰაერო იერიშები სლავიანსკზე, ხარკოვზე და ხერსონზეც განხორციელდა. საერთო ჯამში უკრაინის რეგიონებზე იერიშის დროს 7 ადამიანი დაიღუპა.