Loading data...
სუმის ოლქში რუსული ძალების იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 4-მდე გაიზარდა

რუსულმა ძალებმა 19 მარტის ღამეს სუმის ოლქზე იერიში მიიტანეს. 

როგორც სუმის ოლქის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგოროვი ტელეგრამზე აღნიშნავს, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 4-მდე გაიზარდა. 

გარდა ამისა, როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს ოდესაზეც მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. 

„25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-18 და მე-19 სართულებზე მდებარე ბინები ნაწილობრივ განადგურდა და ხანძარი გაჩნდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 ქალაქზე ღამის თავდასხმის დროს 10-ზე მეტი მანქანა დაზიანდა.