Loading data...
სუმის ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა - უკრაინული მხარე

სუმის ოლქში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია სოციალურ მედიაში ავრცელებს. 

„ბოლო 24 საათის განმავლობაში სუმის ოლქის 17 თემი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. მტერმა გამოიყენა საავიაციო ბომბები, უპილოტო საფრენი აპარატები და არტილერია და ნაღმტყორცნები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ამასთან, 14 ივნისის დილით რუსულმა ძალებმა ნიკოლაევის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დრონებით შეუტიეს. 

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის ვიტალი კიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულები არ არიან.