Loading data...
სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში, სადაც შეიარაღებული პირები სამგზავრო ავტომობილებს დაესხნენ თავს

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 38 ადამიანი, 29 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. 

შემთხვევა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მოხდა. 

როგორც პროვინციის მთავარი მდივანი, ნადიმ ასლამ ჩაუდრი აცხადებს, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

Reuters აღნიშნავს, რომ შიიტებსა და სუნიტ მუსლიმებს შორის ათწლეულების განმავლობაში დაძაბული ვითარებაა მიწის საკითხზე დავის გამო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.