Loading data...
სტუბი ჰელსინკის მახლობლად დრონის დაფიქსირებაზე: ფინეთის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ არსებობს

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ არსებობს მას შემდეგ, რაც 15 მაისის დილას უცნობი დრონი დედაქალაქის რეგიონის საჰაერო სივრცეში შენიშნეს. ამის შესახებ მან X-ზე განაცხადა. 

სტუბმა ფინეთის ხელისუფლებას დრონის საფრთხეზე სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ აჩვენა მზადყოფნა და რეაგირების უნარი. ფინეთის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.